saqarTvelos mdinareebi - kavTura
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 129 კმ² |
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1910 მ. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.